ჰედლაინები

სოფლის განვითარების სააგენტოს დირექტორმა კახეთის მხარის რწმუნებულის წარმომადგენლებთან ერთად კახეთში, ტარიბანას ველზე გაშენებული ფსტის ბაღი დაათვალიერეს. კომპანია "ტარიბანა 2016",- ის მეურნეობა სახელმწიფოს ფინანსური მხარდაჭერით გაშენდა. 47 ჰეტარ ფართობზე ფსტას გაშენებისთვის კომპანიამ 700 000 ლარის ინვესტიცია განახორციელა, საიდანაც 360 000 ლარი შეღავათიანი აგროკრედიტია. 

 

ბაღში მუდმივად 5, სეზონურად 15 ადგილობრივი დასაქმებულია. კომპანია ფლობს ფსტის სანერგე მეურნეობას.

 

„ჩვენთვის მნიშვნელოვანია, პირველადი წარმოების მხარდაჭერა. ტრადიციული კულტურების მხარდაჭერის პარალელურად ხელს ვუწყობთ ისეთი ჯიშების გაშენებას, რომელიც ახალი და უცხოა საქართველოსთვის, აქვთ მაღალი აგრო საექსპორტო პოტენციალი და შეუძლიათ კონკურენტუნარიანი პოზიცია დაიკავონ, როგორც საერთაშორისო, ასევე ადგილობრივ ბაზარზე იმპორტირებული პროდუქციის ჩანაცვლების კუთხით. სწორედ, ერთ-ერთი ასეთი კულტურაა ფსტა“,-განაცხადა სოფლის განვითარების სააგენტოს დირექტორმა, ილია თამარაშვილმა.

12-09-2021, 21:25

უკან1 2 3 4 5 6 7 8 9 10 ... 495წინ


მიმდინარეობს თუ არა ქვეყანაში ეკონომიკური ზრდა?

კი
არა
არვიცი